ციფრული სკოლა გულისხმობს ციფრულ შინაარსსა და მასალას -
ვიდეო და ონლაინ გაკვეთილებს, საგანმანათლებლო სხვა სახის ლიტერატურას და
ლაბორატორიებს. ცოდნის გადაცემის ეს საშუალება გაზრდის დამატებითი სასწავლო
მასალების ხელმისაწვდომობას და მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც დაეხმარება
ისარგებლონ ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის ლიტერატურით.
ტექნოლოგია ყველგანაა და შესაბამისად, იგი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთანაა
გადაჭვული. სწორედ ამიტომ, საკლასო ოთახში ტექნოლოგიების მიზანმიმართულად
გამოყენება სწავლებისთვის მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს და საგანმანათლებლო
პროცესს უფრო ხელმისაწვდომსა და მოქნილს ხდის. სწორედ ამ საქმეს ემსახურება
ციფრული სკოლა.
ციფრული სკოლა აღარ არის უტოპია. ეს არის რეალობა. ინტერაქტიული, საინტერესო,
მრავალმხრივი და თანამედროვე რეალობა. მაგრამ როგორც ყოველთვის ახალი რაიმეს
დაწყებისთანავე, არსებობს სირთულეები, კითხვები და ეჭვები.
ციფრული სკოლა არის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სკოლა, რომელშიც ჩართულია
საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მაგრამ ელექტრონული სკოლა არ არის მხოლოდ ინტერნეტ
ტექნოლოგიების, მობილური კლასების, ინტერაქტიული დაფების და ტექნოლოგიების სხვა ობიექტების
განხორციელება, ასევე მაღალკვალიფიციური და მომზადებული პერსონალი.პედაგოგები,
რომლებიც მზად არიან გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები საკლასო ოთახში, რომლებიც
იცნობენ ინტერნეტში მუშაობის საფუძვლებს და მზად არიან მუდმივად ცვლილებებისთვის.
საქართველოში ციფრული სკოლის პროექტის განხორციელება ესტონურ გამოცდილებას
ეფუძნება და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზეა
ორიენტირებული. პროექტში მონაწილე სკოლები ჯერ ციფრულ სასწავლო პრაქტიკას
შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით საკუთარ ციფრულ სტრატეგიას შეიმუშავებენ,
შემდეგ კი ამავე სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს განახორციელებენ. ციფრული სკოლის
მონაწილეებს საშუალება ექნებათ უფრო ახლოს გაეცნონ და გამოიყენონ ციფრული
ინსტრუმენტები. პედაგოგიკაში იგულისხმება უფრო კრეატიული მიდგომების დანერგვა. სკოლიდან
უნდა წამოვიდეს ინიციატივები და თავად უნდა განსაზღვრონ თუ რა მიმართულებით სურთ
ციფრული კულტურის განვითარება და შემდგომი სტრატეგიის დაგეგმვა .
ეს ყველაფერი ინტერნეტში ქართულად იქნება ხელმისაწვდომი, შეიქმნება სასწავლო
სცენარები და ინტერაქტიული სახელმძღვანელოები. აუცილებელი მოთხოვნა იქნება ბლოგის
წარმოება, ყოველკვირეულად უნდა აისახოს რა გაკეთდა სკოლაში, როგორ მიმდინარეობდა
ცვლილებები. სხვა სკოლებისთვის ეს ერთგვარი გამოცდილების გაზიარება იქნება.
საზღვარგარეთ
არსებობს კვლევები ციფრული სკოლის უარყოფით მხარეებზე. ამ კვლევების შედეგებმა
აჩვენა, რომ:
- Wi-Fi-ს
გამოყენება სკოლებში იწვევს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას.
- უარი
სასკოლო სახელმძღვანელოებზე.
- კომპიუტერზე მიჯაჭვულობა.
- წერის უნარების განუვითარებლობა.
- მხედველობის
პრობლემები და ა.შ
მიუხედავათ ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა ციფრულ სკოლას უფრო
ბევრი დადებითი ასპექტი გააჩნია. ამათგან შეგვიძლია გამოვყოთ ის
შესაძლებლობა, რომელიც მშობელს საშუალებას აძლევს აქტიური მონაწილეობა მიიღოს
საგანმანათლებლო პროცესში. „ელექტრონულ საკლასო ჟურნალში„ ინტერნეტისა და SMS-ის
შესაძლებლობების გამოყენებით, მათ შეუძლიათ თავიანთი შვილების წარმატების შესახებ
გაეცნონ ინფორმაციებს.
კიდევ ერთი დადებითი არგუმენტი არის ინსტრუმენტი ლაპლანერი, რომელშიც
მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და ატვირთონ გაკვეთილი. ასევე ,
ციფრული ინსტრუმენტი პრესბუქი, რომელიც საშუალებას იძლევა, სკოლამ შექმნას
ინტერაქტიული სასწავლო სახელმძღვანელოები.ეს სისტემა მარტივად უზრუნველოფს სკოლის
ადმინისტრაციის პრობლემებს. როგორიცაა, სკოლის ფინანსების მენეჯმენტი. სკოლის
მობილური აპლიკაცია, მოსწავლეებისა და პერსონალის მონაცემთა ბაზის მართვა
მარტივად, ელექტრონული ფოსტისა და საიტის მართვა, ელექტრონული ბიბლიოთეკის
მოსახერხებელი და მარტივი გამოყენება. ციფრული სკოლის პლატფორმა არის
მოსახერხებელი და მარტივი გამოსაყენებლად თუნდაც იმ ადამიანებისათვის, ვისაც
განათლების მაღალი დონე არ გააჩნია ამ საკითხში.
ციფრული სკოლა არის ვებსაიტი,
მენეჯმენტის ინფორმაციული სისტემა, რომელიც ეძღვნება სასწავლო ინსტიტუტებს,
ადმინისტრაციულ პროცესებში სირთულეების გამარტივებასა და საგანმანათლებლო
საქმიანობის ეფექტურობის გაღრმავებას.
ციფრული სკოლა არის
კონფიგურირებადი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც გააჩნია მრავალი ინტეგრირებული
მოდელი, რომელიც ავტომატურად ახორციელებს რამდენიმე ფუნქციას.
პროექტი "ციფრული სკოლა-საქართველო" ჩვენს სკოლაში განხორციელდა დაწყებითი საფეხურის 6-ბ კლასში. პროექტი
"ციფრული სკოლა" თანამედროვე ციფრული პრაქტიკის დანერგვის იდეას ემყარება. ჩვენი სკოლა აქტიურად არის ჩართული
ამ მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში დავესწარით ტრენინგებს. გავეცანით ბევრ ახალ
და საინტერესო
ციფრულ ინსტრუმენტებს და დავიწყეთ მათი დანერგვა
სკოლაში. პირველად selfie-ის საშუალებით ჩავატარეთ გამოკითხვა 6-ბ კლასის მასწავლებლებსა და მოსწავლეებში, მივიღეთ გამოკითხვის შედეგები, სადაც გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: ციფრული კომპეტენციების სიმცირე და საგაკვეთილო
პროცესში მათი გამოყენების
იშვიათობა. პრობლემის უფრო მეტი
კონკრეტიკისთვის გამოვიყენეთ ციფრული სარკე, რამაც დაგვიდასტურა პრობლემა. დაიგეგმა ციფრული სტრატეგიის მიზანი, რომელსაც პროექტის განხორციელების შედეგად
უნდა მივაღწიოთ.
1. სელფის გამოკითხვა
2. სელფის რეპორტი და ციფრული სარკე
3. ჩვენი პრობლემა :
ელექტრონული რესურსების სისტემატიური გამოყენება სასწავლო პროცესში.
4. ჩვენი მიზანი
 |
ელექტრონული რესურსების გამოყენებით სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება.
|
5. მთავარი კითხვა
 |
როგორ შეგვიძლია ციფრული ტექნოლოგიები დავნერგოთ კლასში ისე, რომ მოვარგოთ მოსწავლეთა საჭიროებებს და შესაძლებლობებს. |
6. ჩვენი აღმოჩენა:
 |
ციფრული ტექნოლოგიების მრავალფეროვანი შესაძლებლობების მრავალმხრივ გამოყენება სასწავლო პროცესში. |
პროექტ „ციფრული
სკოლა-საქართველოს“ ფარგლებში უკეთ შევისწავლეთ კლასი და განვიხილეთ ის ცოდნა, რომელსაც
ჩვენი სკოლის პედაგოგები ფგლობდნენ ციფრული ტექნოლოგიების კუთხით. ამ საკიტხის გასარკვევად ჩავატარეთ გამოკითხვა მოსწავლეებსა და მასწავლებლებში.
გადაწყდა, რომ განვახორციელებდით შემდეგ ამოცანებს: 1. ჩავატარებთ ტრენინგებს მოსწავლეებსა და მასწავლებლებში სხვადასხვა ელ. რესურსების შესაძლებლობების გაცნობის კუთხით.
2. საგნის მასწავლებელი თავად გადაწყვიტავს რომელი ინსტრუმენტი უნდა გამოეყენოს თემისა
და გაკვეთილის მიზნის შესაბამისად.
3. გადაწყდა ისიც,
რომ მასწავლებელი თავად განესაზღვრავს გაკვეთილის რომელ
ფაზაზე გამოიყენებს ამა თუ იმ ინსტრუმენტს.
4. ყოველი ინსტრუმენტის
გამოყენების შემდეგ გავაკეთოთ რეფლექსია, რათა დავინახოთ კვლევის ინტერვენციებისათვის
შესარჩევი სტრატეგიის განსაზღვრა.
5. მაღალი კლასის მოსწავლებისაგან შეირჩეს სიფრული ელჩები.
6. გამზადდეს ელ.რესურსების საცავი და მათი გამოყენების ტუტორიალები.
7. განსახორციელებელი საქმიანობის ეტაპები
8. რას გვაძლევს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება
9. ჩვენი მიზნები და შედეგები
- საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს თვი- სებრივად შეცვალოს სწავლების შინაარსი, მეთოდები და ორგანიზაციული ფორმები.
- განახორციელოს სწავლებისადმი შემოქმედებითი მიდგომები და მოახდინოს სასწავ-ლო პროცესის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, გაზარდოს მოსწავლეთა ჩართუ-ლობა და მოტივაცია.
- საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა მკვეთრად აჩქარებს სწავლების პროცესს, ამაღლებს მის ხარისხს.
- ახდენს სასწავლო დროის ეკონომიას.
- აადვილებს სასწავლო მასალის გაგება-გააზრებას.

10. რატომ უნდა ვისწავლოთ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება