ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები



1. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგები 


პირველი ტრენინგი


სასკოლო პრაქტიკაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვისა და  ციფრული სტრატეგიების შექმნის მიზნით პროექტს „ციფრული სკოლა - საქართველო“ შეუერთდა ჩვენი სკოლა. პროექტის მიზანია შეაფასონ სკოლაში ციფრული სასწავლო    პრაქტიკა და მასზე დაყრდნობით შეიმუშაონ ციფრული სტრატეგია; სასკოლო დონეზე დაინერგოს ციფრულ სტრატეგიაში გაწერილი აქტივობები; გაეცნონ და გამოიყენონ     ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვის შესაბამისი ციფრული ინსტრუმენტები.
  1. პროექტის ფარგლებში 8 თებერვალს ჩატარდა პირველი ტრენინგი.
  2. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორის, აიტ-მენეჯერის და ინოვატორი            მასწავლებლებისგან შემდგარი გუნდი. 
  3. გუნდი რომელიც მზადაა ციფრული ინოვაციების დასანერგად.









დააწექით და ნახავთ ტრენინგის ფოტოებს.



პირველი ტრენინგის რეფლექსია: 

შეხვედრაზე გავეცანით პროექტის შინაარს და სამოქმედო გეგმას. მოხდა მონაწილე     სკოლების წარდგენა და გაცნობა. დავრეგისტრირდით ონლაინსაიტზე Edmodo.com. გავეცანით ციფრულ ინსტრუმენტებს: Kahoot.com, Padlet.com, bitli.com  და სხვა.      დავამუშავეთ ესტონეთის სკოლის ქეისები და მოვახდინეთ პრეზენტაცია Padlet-ის გამოყენებით. მივიღეთ დავალებები.




ეორე სატრენინგო დღე

 სსიპ ქუთაისის 21-ესაჯარო სკოლის გუნდი ნოემბერში დისტანციურად დავესწარით "ციფრული სკოლის" ფარგლებში დაგეგმილ მეორე შეხვედრას შემდეგი შემადგენლობით:
1.  რუსუდან ჭეიშვილი-სკოლის დირექტორი 
2. თეონა მუშკუდიანი-მენეჯერი
3. მანანა ჯანელიძე-დაწყებითი კლასების მასწავლებელი 
4. ირინე კუბლაშვილი-დაწყებითი კლასების მასწავლებელი 
5. მაკა ნაკაშიძე- ისტ-ის პედაგოგი 
6. ნინო  ჟვანია- ხელოვნების პედაგოგი
    შეხვედრის დასწაყისში ტრენერებმა გაგვახსენეს და წარმოადგინეს პროექტის მიზნები და ამოცანები. მათ ასევე გაგვახსენეს რამდენიმე ონლაინ პროგრამა:
1.      Padlet
2.      Kahoot
3.      Edmodo
4.      Selfie
აღნიშნულ შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას გამოვიყენებთ საკუთრი და კოლეგების პროფესიული განვითარებისათვის. კერძოდ, გავაცნობთ თითოეული პროგრამული ინსტრუმენტის გამოყენების ხერხებსა და მეთოდებს. განვახორციელებთ კველევას Selfie-ის დახმარებით სკოლის დაწყებითი საფეხურის 6-ბ კლასის მოსწავლეები-სა და მასწავლებლებისათვის.
 ტრენინგის დასაწყისში ვისაუბრეთ სკოლებში პროგრამა Selfiით  ჩატარებულ კვლევებზე. შევაჯამეთ შედეგები, საინტერესო აღმოჩნდა ის პედაგოგიური პრობლემა, რომელიც გუნდმა დაადგინა ჩატარებული კვლევის საფუძველზე.  Selfiის კვლევები საინტერესოდ იყო ილუსტრირებული დიაგრამის სახით,ყველა კომპონენტის გათვალისწინებით. 

იხილეთ მეორე ტრენინგის ფოტოები


ესამე სატრენინგო დღე


  ტრენინგი დაიწყო სკოლების პრეზენტაციით,რომლებმაც წარადგინეს სელფის კვლევის სედეგები და ისაუბრეს გამოვლენილ პრობლემაზე.

ტრენერებმა გაგვაცნეს კიდევ ერთი პროგრამული პროდუქტი „ციფრული სარკე“. საცდელ რეჟიმში ნიმუშად გავიარეთ სატესტო რეპორტი, გავიარეთ კითხვები, შევთანხმდით გვერდის ადმინისტრირებაზე და გავეცანით როგორ უნდა ვიმუშაოთ პედაგოგებთან. ამ პროგრამით სკოლის დირექციას შეეძლება მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს მასწავლებლებთან და ორივე მხარე ფლობდეს ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი სკოლაში.

  ტრენინგის შემდეგი თემა იყო "დიზაინი და აზროვნება".          გავეცანით მის ყველა ეტაპს (აღმოჩენა, ინტერპრეტაცია,იდეა, ექსპერიმენტირება, პროექტის განთავსება).დეტალურად გავიარეთ  „დიზაინის და აზროვნების“ პირველი ეტაპი-აღმოჩენა. აღნიშნული პროდუქტი ძალიან საჭირო გახდება მომავალში, რადგან ეს არის კარგი პროგრამა „მონაცემთა შეგროვებისათვის“, რომლის დანერგვა თანამედროვე სკოლებში ძალიან პროდუქტიულიიქნება.    საბოლოოდ ჩატარებული ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, ყველა ის პროდუქტი, რომელსაც გავეცანით შესაძლებელია წარმატებით დაინერგოს სკოლაში.


დააჭირეთ და შეგიძლიათ იხილოთ ფოტოები



ეოთხე სატრენინგო დღე


მეოთხე დღეს ტრენინგზე ისაუბრეს სკოლებმა სხვადასხვა წარმოქმნილი პრობლემების შესახებ.
ტრენერებმა ცალკე განიხილეს თითოეული პრობლემა "ციფრულ სარკესთან" დაკავშირებით. ტრენერებთან ერთად განვიხილეთ დიზანისა და აღმოჩენის შემდეგი სა-ფეხურებირომელთა შესრულება დაგვევალა საშინაო დავალებადეს დღე საინტერესო   და ნაყოფიერი იყო ჩვენი სკოლის გუნდისთვისრადგან გამოიკვეთა სკოლის პედაგოგიური პრობლემებიტრენინგის ფარგლებში განვსაზღვრეთ მომავალი მიზანი და დავსა-ხეთ მისი მიღწევის გზები.






























2. საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრები.


პირველი სამუშაო შეხვედრა











კვლევის პირველ ეტაპზე სკოლის საჭიროებების დადგენა წარიმართა საქმიან გარემოში. კოლეგების მხრიდან თანამშრომლობა იყო მაქსიმალური. სკოლის საჭიროების მიხედვით კითხვარი სამ კომპონენტში შეავსო სკოლის დირექციამ, კლასში შემსვლელმა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ორჯერ შევავსეთ კითხვარი 2020 წლის  თებერვალ-ში და 2020 წლის ოქტომბერში.










კვლევის პირველ ეტაპზე,  საჭიროებების დადგენა წარიმართა  საქმიან გარემოში. კოლეგების მხრიდან თანამშრომლობა იყო მაქსიმალური და კლასში შემსვლელმა ყველა პედაგოგმა მიიღო კვლევაში მონაწილეობა.
 სელფის სამი კომპონენტის მიხედვით კითხვარი შეავსეს სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს,რომ ჩვენ ორჯერ მოგვიწია კითხვარის შვსება 2020 წლის თებერვალში და 2020 წლის ოქტომბერში. აღმოჩნდა, რომ სკოლის დირექციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა პოზიცია თითქმის ემთხვეოდა ერთმანეთს, განსხვავებული პოზიცია არ დაფიქსირებულა. 


კვლევაზე დაყრდნობით შემუშავდება ციფრული სტრატეგია, შემდეგ კი განხორციელდება ამავე სტრატეგიაში გაწერილი ის აქტივობები, რომლებიც დაგვეხმარება ციფრული კულტურის განვითარებაში.





საკორდინაციო ჯგუფის მეხუთე შეხვედრა









ვვ













ეხუთე სატრენინგო დღე

ტრენინგზე სკოლებმა განახორციელეს პრეზენტაცია და სკოლის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის განმავლობაში ჩატარებული აქტივობების შესახებ. ყურადღება გაამახვილეს მომავლის გეგმებზე და პროექტის შემდგომ განვითარებაზე.
გავეცანით პოსტერის სტრუქტურასმის შინაარსობრივ მხარეს,  შაბლონებსა და შეფასების რუბრიკასრომელიც სამომავლოდ გამოგვადგება ჩვენი პროექტის პოსტერის დასამზადებლად. ტრენერებმა გვაჩვენეს წინა წლებში დამზადებული პოსტერები და ყურადღება გაამახვილეს საკითხებზე, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. 
დიდი დრო დაეთმო ვიდეო რგოლზე საუბარს, ვნახეთ სხა გამარჯვებული რგოლები და ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. ტრენინგის ბოლოს  მივიღეთ დავალებაშეგვექმნა საინფორმაციო პოსტერი და დაგვეხვეწა ბლოგი.

ტ.    
















 



2. საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრები 


პირველი სამუშაო შეხვედრა





 ტრენინგის შემდგომ შედგა ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ სწავლების რომელ საფეხურზე გამოგვეყენებინა პირველ რიგში ახალი ტექნოლოგიები. შეირჩა დაწყებითი საფეხური, კერძოდ მე-6ბ  კლასი.
გადაწყდა ციფრული სასწავლო პრაქტიკის შეფასება SELFIE-ს გამოყენებით ჩატარებულიყო მე-6ბ კლასის მოსწავლეებისათვის, კლასში შემსვლელი მასწავლებლები-სთვის და სკოლის ადმინისტრაციისათვის.
 სამი კომპონენტის მიხედვით სკოლის საჭიროებების კითხვარი შეავსეს სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. აღმოჩნდა, რომ სკოლის დირექციის, მასწავლებელთა  და მოსწავლეთა პოზიცია თითქმის ემთხვეოდა ერთმანეთს, რადიკა-ლურად განსხვავებული პოზიცია არ დაფიქსირებულა. უნდა აღინიშნოს,რომ ჩვენ ორჯერ მოგვიწია სელფის კვლევის ჩატარება. კვლევა ჩავატარეთ 2020 წლის თებერვალში და 2020 წლის ოქტომბერში.



2020 წლის 9 ნოემბერს შედგა ჯგუფის შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში.. 

ჯგუფმა განიხილა შესასრულებელი სამუშაოები. იმსჯელეს თუ რა იყო მათ გამოწვევაში ბარიერები, რა იცოდნენ ამ თემის ირგვლივ და რის ცოდნა იქნებოდა დამატებით საჭირო. განსაზღვრეს წყაროები შთაგონებისთვის.

საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა შეარჩიეს კვლევის მონაწილეები და ინტერვიუს განხორციელება კონკრეტულ პედაგოგებს დაავალეს. ინტერვიუსათვის შეირჩა რესპოდენტები:

  • ახალი სკოლის მოდელის ქოუჩი ტექნოლოგიებში  თეიმურაზ სახელაშვილი;
  • პედაგოგი;
  • 6-ბ კლასის მოსწავლეები;
  • 6-ბ კლასის მოსწავლეთა მშობლები;
  • მაღალი კლასის მოსწავლე;




საკოორდინაციო ჯგუფის მესამე შეხვედრა

საკოორდინაციო ჯგუფის მესამე შეხვედრაზე განვიხილეთ პროექტში წინა წელს მონაწილე სკოლების ნამუშევრები. ვისაუბრეთ რაზე გაამახვილეს ყურადღება მათ და რა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენს შემთხვევაში. გადავხედეთ პოსტერებსა და ვიდეოებს. ვისაუბრეთ სელფის შედეგებზე, გამოვკვეთეთ ჩვენი პრობლემა და დავსახეთ მისი გადაჭრის გზები.












საკოორდინაციო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა

     საკოორდინაციო ჯგუფმა განიხილა "დიზაინი და ინტერპრეტაცია".
ტრენინგზე გავეცანით მის ყველა ეტაპს (აღმოჩენა, ინტერპრეტაცია, იდეა, ექსპერიმენტირება, პროექტის განთავსება) და ჯგუფის შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ისისნი.
      დეტალურად განხილვის შემდეგ:
  1. განვსაზღვრეთ და დავაკონკრეტეთ ჩვენი გამოწვევა და დავადგინეთ რა ვიცოდით და რისი ცოდნა გვინდოდა საკითხთან დაკავშირებით;
  2. განვიხილეთ ჩატარებული ინტერვიუები და ვისაუბრეთ გაფართოებულ და ჩაღრმავებულ კითხვებზე;
  3. განვსაზღვრეთ მონიტორინგის მეთოდები;
  4. განვიხილეთ ჩატარებული ინტერვიუების დისტანციური გარემო და გამოვყავით ინტერვიუს დროს წარმოქმნილი პრობლემები;
















საკოორდინაციო ჯგუფის მეხუთე შეხვედრა

საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრები მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში. კონკრეტულად ამ შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მონიტორინგის შედეგების განხილვა და განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვა.










საკოორდინაციო ჯგუფის მეექვსე შეხვედრა

შეხვედრაზე განხილული იყო კვლევის საკითხები, ვისაუბრეთ იდეებზე და მოვახდინეთ მათი ფორმირება და დაკონკრეტება.ყურადღება გამახვილდა პრობლემის გადაჭრის გზებზე და უკუკავშირისათვის საჭირო ადამიანების გამოვლენაზე.ასევე დავადგინეთ როგორ და რა პრინციპებით მოვახდენთ პროექტის განვითარებას დ ბოლოს გავარკვიეთ როგორ მოვახდენთ უკუკავშირს და პროექტების შედეგების დადგენას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
  1. მესამე -იდების ფორმირება;
  2. მეოთხე-ექსპერიმენტირება;
  3. მეხუთე- პროექტის განვითარება;
  4. მეექვსე-უკუკავშირი;













საკოორდინაციო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრა

პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო ჯგუფის მიერ დაიგეგმა სამიზნე კლასში განსახორციელებელი საქმიანობა, კერძოდ:
  1. გამოკითხვის ჩატარება მოსწავლეებსა და მასწავლებლებში;
  2. ტრენინგების ჩატარება კონკრეტული რესურსის განხილვაზე;
  3. გამოიყო მასწავლებლები,რომლებიც ჩაატარებენ ტრენინგს;
  4. ციფრული ელჩების გამოყოფა მაღალი კლასებიდან;
  5. შეხვედრა მოსწავლეებსა და ციფრულ ელჩს შორის;
  6. ციფრული ელჩის მიერ დაგეგმილი ტრენინგის ჩატარება;
  7. ტრენინგები მასწავლებლებისათვის;
  8. ციფრული ელჩების მიერ ელექტრონული რესურსების გზამკვლევების გამზადება და ტუტორიალების ჩაწერა;
  9. ელექტრონული რესურსის საცავის შექმნა;
  10. პროექტის განვითარებისათვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა


შეგიძლიათ ნახოთ შეხვედრის ჩანაწერი







საკოორდინაციო ჯგუფის მერვე შეხვედრა

ამ შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს მიერ დასამზადებელი პოსტერი და ვიდეო.
ვისაუბრეთ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და რა არის მნიშვნელოვანი.
ვიმსჯელეთ უკუკავშირის ანალიზზე და ვისაუბრეთ რეფლექსიაზე.








 


1. ტრენინგების მასალები იხილეთ ბმულზე:


2. საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრების მასალები იხილეთ შემდეგ მისამართზე:








No comments:

Post a Comment

პროექტ "ციფრული სკოლა-საქართველოს" ფარგლებში განხორციელებული აქტივობები

  პროექტი "ციფრული სკოლა-საქართველოს" ფარგლებში განხორციელებული იქნა შემდეგი ტიპის აქტივობები:  პროექტის ამოცანები; ა) ტრენინგები;...