ინტერვიუები



1. ინტერვიუ ტექნოლოგიების ექსპერტთან თეიმურაზ სახელაშვილთან





2. ინტერვიუ 6-ბ კლასის მოსწავლეებთან





3. ინტერვიუ მშობლებთან

ინტერვიუ იხილეთ ბმულზე:



                    

 სკოლამ განახორციელა სელფის კვლევა, რის საფუძველზე დავადგინეთ სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები. კვლევის შედეგებმა გვაჩვენა, რომ შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს ციფრული რესურსების საკლასო ოთახში დანერგვის მიმარ-თულებით.

   ამ მიმართულებით მოვიძიეთ ინფორმაციები და განვახორ იელეთ ინტერვიუები დავინტერესდით სხვების გამოცდილებით. ინტერვიუ ვთხოვეთ  ტექნოლოგიების ექსპერტს  თეიმურაზ სახელაშვილს.


კითხვები ექსპერტს

  1. რა სიხშირით შეიძლება ციფრული რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში?
  2. რომელი ციფრული რესურსის გამოყენებას გვირჩევთ დისტანციური სწავლებისას და რომელს სასკოლო სივრცეში?
  3. გვირჩიეთ ელექტრონული რესურსი, რომელიც კარგად გამოსაყენებელი იქნება ყველა საგანში, არ იქნება ერთფეროვანი და მოსაწყენი?
  4. ტექნიკის სიმცირიდან გამომდინარე გვიწევს ტელეფონის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რომელ რესურსს გვირჩევდით?
  5. რომელ საგანმანათლებლო თამაშს ანიჭეთ უპირატესობას მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად დაწყებით საფეხურზე და რომელს საბაზო და საშუალო საფეხურზე?
  6. რა სირთულეები შეიძლება წარმოიშვას კლასში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისას და რას ურჩევდით პედაგოგებს?
  7. როგორია თქვენი თვალით დანახული მომავლის სკოლა?




    პრობლემის აღმოჩენის შემდეგ ჩავთვალეთ საჭიროდ გაგვეგო მშობლების აზრი და შეხედულება  სასკოლო სივრცეში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებ-ლობის შესახებ. სწორედ ამ მიზნით  25.11 2020 წ. შედგა ონლაინ შეხვედრა მე-6ბ კლასის ორ მშობელთან.  შეხვედრა განხორციელდა თიმსის პლატფორმის გამოყენებით და გაკეთდა ჩანაწერი.

  

კითხვები მშობელს

  1. ბავშვის  მომავალი წარმატებისთვის რამდენად აუცილებელია სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება?
  2. თქვენ შვილს რა სიხშირით აძლევენ საგნის მასწავლებლები დავალებებს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით და როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხზე
  3. როგორი გაკვეთილი, რომელი ციფრული რესურსი იწვევს ინტერესს მოსწავლეებში?
  4. გარდა შემეცნებითი მუშაობისა გართობის, თამაშის კუთხით რა დროს ატარებს თქვენი შვილი კომპიუტერთან?
  5. თქვენი აზრით რა საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას სასკოლო სივრცეში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისას?
  6. როგორია თქვენი თვალით დანახული მომავლის სკოლა?





           







4. ინტერვიუ UG სკოლის პედაგოგთან

ინტერვიუ იხილეთ ბმულზე:









5. ინტერვიუ "ციფრულ ელჩთან" ილია ბილისეიშვილთან

ციფრული სწავლება, ანუ წინგადადგმული ნაბიჯი თაობათა განვითარებაში...

საზოგადოება ვითარდება და იზრდება დროის ცვლილების პარალელურად. რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების ინდექსური მაჩვნებელი ამ ეტაპისთვის არ მაძლევს საშუალებას რაიმე სახის დემაგოგიური მორალი გიკითხოთ ან  დამღლელი ტერმინებით თავი მოგაბეზროთ. ამის გაკეთებას არც ვაპირებ. უბრალოდ, შევეცდები ჩემი დაკვირვებების ზუსტი მიგნებები თვალნათლივ გადმოგცეთ და სააშკარაოზე გამოვიტანო ის სისტემური ჩავარდნები, რაც ერთიორად აფერხებს ქვეყნის განვითარების იმ უნიკალური  ფორმულის შექმნას, რომელსაც „ახალი თაობა“ ჰქვია. 

ზოგადად, ყოველთვის ვცდილობ ‘ინტელექტუალური კომფორტი’ მოვიწყო და მაქსიმალურად გავთვიცნობიერდე რიგ საკითხებში, რაც სარგებელს მომიტანს. ამ უკანასკნელის მეშვეობით კი მჯერა, რომ  რეალობის უკეთესობისკენ ცვლა შესაძლებელია, უფრო მეტიც, ამის აუცილებლობის საკითხიც კი დგას. მოდი შევთანხმდეთ, რომ წარმატებული სახელმწიფოს შენება წარმოუდგენელია მოაზროვნე თაობის გარეშე. იმაზეც შევთანხმდეთ, რომ თავისმხრივ, მოაზროვნე თაობის აღზრდა შეუძლებელია სრულფასოვანი განათლების არ ქონის შემთხვევაში. მიზანი გასაგებია... ისმის მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ უნდა მოვიყვანოთ ეს იდეები სისრულეში? აქვეა მარტივი პასუხიც: შევქმნათ თაობაზე მორგებული სასწავლო სივრცე და მაქსიმალურად მობილური საშუალე-ბებით მოვახდინოთ მათი კონსოლიდირება საერთო საერო საქმისთვის, რაც დარწმუნებული ვარ სასურველ შედეგამდე მისვლის უმოკლესი და უმტკივნეულო გზაა. 

ადამიანის ცხოვრებაში ახალი გამოწვევების საწინდარი სკოლაა. აქ ვდგამთ ჩვენს პირველ ნაბიჯებს, ვსწავლობთ კომუნიკაციის არსს, ვიწყებთ ძვრებს სოციალურ ცხოვრებაში ინტერგრირების, ვანვითარებთ კრიტიკულ აზროვნებას და ჩვენი შესაძლებლობების სრულ ლუსტრაციას ვახდენთ.ალბათ, სკოლის მნიშვნელოვანი როლი ახალგაზრდების ცხოვრებაში ნათელი და ერთაზროვანია. სასკოლო კურსის ბოლო ეტაპზე ვარ (XII კლასი) და სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ ამ 12 წლის განმავლობაში რაღაც რიგზე ვერ იყო. მოველოდი უფრო მეტს და მივიღე შედარებით მცირედი.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს განცდა უამრავ ჩემს თანატოლს ეუფლება, როცა აანალიზებს თუ რა შეეძლო მიეცა მათთვის სკოლას და რა მისცა რეალურად. არ მინდა ზედმეტად კრიტიკული ვიყო, თუმცა რას ვიზამთ, ფაქტი ერთია, საგანმანათლებლო სისტემას ესაჭიროება თანამედროვე და საინტერესო შტრიხების შეტანა სასწავლო პროცესში. ამ შემთხვევაში ჩვენი სამსჯელო თემა ციფრული სწავლებაა. 

მოდი ვაღიაროთ, რომ ამ კომპონენტში ცოტა არ იყოს მოვიკოჭლებთ და ვერ ვაანალიზებთ თუ რამდენად მომგებიანია სწავლების ეს ფორმა ბავშვებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების (21-ე საუკუნე) ეპოქის წარმომადგენლები არიან. ხშირად მომისმენია პედაგოგთა სამართლიანი კრიტიკა იმის შესახებ, თუ რამდენად დაბალია ჩართულობის მაჩვენებელი საგაკვეთილო პროცესის დროს, თუმცა რა ვქნა, არ შემიძლია ამაში მთელი წილი პასუხისმგებლობა ჩვენ, მოსწავლეებს, დავაკისრო. როგორ გინდა 21-ე საუკუნის ბავშვს აიძულო მოისმინოს გაკვეთილი 40 წუთის განმავლობაში, როცა შეუძლია საგაკვეთილო თემა ერთიხელისმოსმით, თუნდაც google-ში მოძებნოს და შესანიშნავი ანალიზის უნარის გამოყენებით უფრო კომფორტულად მიიღოს საჭირო ინფორმაცია?! არ გეგონოთ, რომ ამ საკმაოდ ჯანსაღი აზრით საგაკვეთილო პროცესის დაკნინებას ვცდილობ, უბრალოდ, მინდა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტი მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად მოვიტანო თქვენამდე: 21-ე საუკუნეში სკოლა არ უნდა იყოს მხოლოდ ინფორმაციული წყაროს მიწოდების საშუალება! (ამის გაკეთება დღევანდელობაში პრობლემას არ წარმოადგენს). 

სკოლამ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალურად კრეატიული და განვითარებულ თაობაზე მორგებული სასწავლო პროცესი შესთავაზოს მოსწავლეებს. ამის უშუალო შესაძლებლობა სწორედაც, რომ ციფრული ბერკეტების გამოყენება და თვალსაჩინოებებია.

  1.  პირველ რიგში,ეჭვგარეშეა, უნდა  მოხდეს სასწავლო დაწესებულებების აღჭურვა და ინტერნეტიზაცია. ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ ამის საშუალება სახელმწიფოს არ აქვს ან რაიმე მსგავსი აზრსმოკლებული სუსტი არგუმენტები. 

  2. განათლება, ხომ ყველაზე დიდი ინვესტიციაა! ბიუჯეტის მთავარი წყარო ჩვენ, გადასახადის გადამხდელი მოსახლეობა, ვართ. ასე რომ სრული უფლება გვაქვს ვსწავლობდეთ ისეთ შენობებში, სადაც თვითრეალიზაციის უნიკლაური შანსი გვექნება. მოდი ვისაუბროთ უშუალოდ ციფრულ სწავლებაზე... მაგალითად ავიღოთ ისტორიის გაკვეთილი... ისტორია მართლაც, რომ მნიშვნელოვანი საგანია... ვეცნობით ჩვენამდე მცხოვრები ცივილიზაციებიის პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ შეხედულებებს, ვურგებთ ამწყოს და მათ მაგალითზე ვაშენებთ მომავალს.თუმცა, არსებობს მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი, რომელთათვისაც ისტორიული ამბების მოსმენა და კითხვა მოსაწყენია და დამერწმუნეთ ამ პრობლემას, მხოლოდ მასწავლებლის შენიშვნა-მითითება ვერ გამოასწორებს. 

  3. ციფრული სწავლება კი ნამდვილად გმირია ამ შემთხვევაში... არსებობს უამრავი თუნდაც ვიდეოთამაში, რომელიც შექმნილია ისტორიული ეპოქის ვირტუალური გაცოცხლებით და განკუთვნილია სპეციალურად სასწავლო პროცესისთვის. ვფიქრობ ასეთი სახით გაკვეთილის წარმოება მეტ ინტერესს დაიმსახურებს მოსწავლეების მხრიდან და უფრო პროდუქტიულად გამოიყენებენ არსებულ რესურსს. არსებობს ე.წ. „Quiz”-ები, რაც მიმაჩნია რომ საგაკვეთილო პროცესს უფრო მრავალმხრივს და კონკურენტუნარიანს გახდის. 

  4. ამ შესანიშნავი საშუალებით შესაძლოა მოეწყოს უამრავი კონკურსი და მოხდეს ცოდნის დონის მკაფიო თვალსაჩინოება. 

  5. პრეზენტაციის წარდგენის უნარი ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დღევანდელობაში. ვფიქრობ, ბავშვები პატარა ასაკიდანვე უნდა დაეუფლონ ამ ხელოვნებას და შეისწავლონ ვიდეოების, სლაიდშოუების, ელსტატიების შექმნა-დამუშავება. ისინი ამით თავიანთ თავთან მუშაობას ისწავლიან და გაინვითარებენ იმ ზოგად უნარებს, რაც ცხოვრების  შემდეგ ეტაპებზეც გამოადგებათ. ამრიგად, ასეთი სწავლის მეთოთით აღვზრდით მეტად განათლებულ, მოაზროვნე და პერსპექტიულ თაობას, რითაც შევქმნით წარმატებულ სახელმწიფოს, რომელიც გლობალიზებურ სამყაროში ინტელექტის მთავარი დონორი გახდება   

 (ილია ბილისეიშვილი)







         მასალები იხილეთ  Google Drive-ზე. დააჭირეთ ინტერვიუს


No comments:

Post a Comment

პროექტ "ციფრული სკოლა-საქართველოს" ფარგლებში განხორციელებული აქტივობები

  პროექტი "ციფრული სკოლა-საქართველოს" ფარგლებში განხორციელებული იქნა შემდეგი ტიპის აქტივობები:  პროექტის ამოცანები; ა) ტრენინგები;...