დავით აღმაშენებლის პროსპექტზე მდებარეობს სამსართულიანი თეთრი შენობა, რომელშიც განთავსებულია ქ.ქუთაისის N21 საშუალო სკოლა. სკოლა 1954 წელს დაარს-და. სკოლა დაარსდა 1954 წელს, როგორც საშუალო სკოლა და მას სიცოცხლის ბოლომ-დე ხელმძღვანელობდა ქალბატონი ქეთევან ნადირაძე, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით, უნარით, უდიდესი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა და სკოლაში მუდმივად უზრუნველყოფდა ეფექტურ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოს თითოეული მოსწავლისათვის. ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით 2015 წელს სკოლას ქეთო ნადირაძის სახელი მიენიჭა.
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის საფუძველზე, 1995 წლის 25 ივნისს, მერიის 322-ე განკარგულებით,მე-2 და 21-ე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყე-ბითი კლასების ბაზაზე შეიქმნა მე-2 დაწყებითი სკოლა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ქალბატონი ციალა ჯაფარიძე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანების საფუძველზე დაფუძნდა სსიპ ქ. ქუთაისის N 21 საჯარო სკოლა. 2007 წლიდან დღემდე სკოლას ხელმძღვანელობს ქალბატონი რუსუდან ჭეიშვილი, რომელიც თავდაუზოგავი ყოველდღიური საქმიანობით ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევას,ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას, ასევე უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას.
სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბა-მისად და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. სკოლას ყავს 3 მენტორი, 19 წამყვანი, 19 უფროსი, 3 პრაქტიკოსი მასწავლებელი.
2008-2009 სასწავლო წელს სკოლა დაჯილდოვდა ეროვნულ-სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისათვის 3000 ლარით და მადლობის სიგელით.. ყოველწლიურად ჰყავს სკოლას გაცვლით “flex” პროგრამაში გამარჯვებული მოსწავლეები. მიმდინარე სასწავლო წელს მე-12 კლასელი ნინო ხურციძე და მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ შამათავა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ აშშ-ში და ძალიან წარმატებულნი დაუბრუნდნენ სკოლას.
სკოლას განსაკუთრებული მიღწევები აქვს ჭადრაკში. 2011 წელს სკოლის გუნდი გამარჯვებული გამოვიდა პირველ ეროვნულ სასკოლო ჩემპიონატში ჭადრაკში, პირველი ადგილი დაიკავა და მონაწილეობდა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ევროპის ჩემპიონატში. გახდა ევროპის ჩემპიონი. დაჯილდოვდა 3 ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით.
სკოლა აქტიურადაა ჩართული საქართველოს ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლების პროექტში, პედაგოგები კი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროგრამებში. სკოლა სისტემატურად მონაწილეობს სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა კონკურსებში. სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი გამარჯვებული გამოვიდა კლუბებს შორის გამართულ კონკურსში და საჩუქრად გადმოეცა: ლეპტოპი, პროექტორი, პრინტერი-სკანერი-ქსეროქსი, ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი და მეხსიერების ბარათი.
სკოლამ მონაწილეობა მიიღო world vision - საქართველოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში თემაზე “ტრეფიკინგის პრევენცია“. დაფინანსდა პროექტები: „ნუ გახდები ტრეფიკინგის მსხვერპლი!“ „ერთად ვძლიოთ ტრეფიკინგს.“ 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა ევროპის კვირეულის ფარგლებში ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა.ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „როგორ გვესმის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“ 50-მდე ნახატი წარადგინეს და გამარჯვება მოიპოვეს.
წარმატებულია სკოლის პედაგოგთა საქმიანობა. სკოლას ჰყავს
განათლების ხარისხზე ორიენტირებული, საინტერესო და მრავალფეროვანი მეთოდებით მოტივაციის
მიმცემი, ღრმა ცოდნისა და სიახლის ძიების მქონე პედაგოგები
ინგლისური ენის მასწავლებელმა რიტა ტუკვაძემ მონაწილეობა მიიღო განათლების
სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტრენინგების პროგრამაში- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში
ინტეგრირების კუთხით. იგი, როგორც გამარჯვებული პედაგოგი იმყოფებოდა დანიაში
და იქ მიღებულ გამოცდილებას უზიარებს კოლეგებსა და მოსწავლეებს.
ასევე აქტიურადაა ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ნინო ჟვანია, რომელიც მაღალი საგნობრივი კომპეტენციით, უნიკალური სწავლების მეთოდებით ზრდის მოსწავლეთა ინტერესს, მაღალ სააზროვნო უნარებს. კერძოდ, 2017 წელს განახორციელა სამინისტროს მიერ გრანტირებული პროექტი ,,ქართული ეროვნული სამოსი-თინეიჯერების შთაგონება“, მიმართულება-კულტურა/ხელოვნებაში. პროექტში მონაწილეობა მიიღო მე-8ა და მე-9ა კლასის მოსწავლეებმა. 2018 წელს კი სკოლაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ ფარგლებში განხორციელდა პროექტი „კალენდარი-პრანჭია თოჯინები“. პროექტი მიმდინარეობდა ორ ეტაპად:
სკოლა წარმატებით ერთვება ასევე etaloni.ge-ს მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა პროექტებში. გამოეხმაურა რა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივას, სკოლამ მიიღო მონაწილეობა პროექტში: ,,არა ძალადობას! ძალა უფლებას!’’ ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები, სკოლას კი მადლობის წერილი.
2019 -2020 სასწავლოწლიდან სკოლა ჩართულია ,,ახალი სკოლის მოდელში’’ და ცდილობს, რომ თითოეულმა მასწავლებელმა და მთლიანად სკოლამ შეძლოს მოსწავლეებზე, მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული, ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც რეალურად იქნება მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული.
ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლის ძლიერი გუნდი მზად არის სკოლა მომავლის სკოლად აქციოს და მაღალი სტანდარტებით უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს სასწავლო პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. ამის დასტურად სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტში: ,,ციფრული სკოლა-საქართველოს’’ და ღრმად სწამს, რომ ციფრული სკოლა-მომავლის სკოლაა, ჩვენ შევცვლით ჩვენ მომავალს !
![]() |
ა) დააწექით ფოტოს და იხილეთ მასალები |
![]() |
ბ) დააწექით ფოტოს და შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი სკოლოს მასალები |